საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8137 ლარი ეღირება, ევრო – 2.9322 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5422 ლარი.
ქუთაისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ახორციელებს.
მიმდინარე წელს საქართველოში ამოქმედდება „ბ ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალო“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს უკვე რეგისტრირებულ დაავადებულ მოქალაქეებს.
არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იურისტმა ეკა ბესელიამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.
სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? - იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო - წინმსწრებად, “ემანდ" რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან “სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.
მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8170 ლარი ეღირება, ევრო – 2.9536 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5480 ლარი.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოში სოციალური დემოკრატიის დამკვიდრების მოტივებით ახალი მოძრაობა - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, მათი მიზანია, რომ საბოლოოდ, ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა დამყარდეს, ასევე გაძლიერდეს მიმდინარე საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაში ახალი არჩევნების წინაპირობა იქნება.