“პროკურატურამ რიგით მეცხრე ოპოზიციონერ ლიდერზე დაიწყო სისხლის სამართლებრვი დევნა - უწყებამ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე ბრალი წაუყენა სამი მუხლით და მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიციელთა სოციალური გარანტიების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მცირეწლოვანზე ძალადობისთვის ძიძა დააკავა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7085, ევრო – 3.1462, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5606 ლარი ეღირება.
ვერძი
კიევში აზერბაიჯანის საელჩოს დაბომბვის გამო აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა და პროტესტის ნოტა გადასცა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს, უჭირს ძალიან ბევრგან, ეს იქნება ქვის კონსერვაცია, გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ,- ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
