სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები და ქვეყნის მთავარი პორტი დაბომბეს. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
2026 წელი ენერგეტიკულად ძლიერი მოვლენით იწყება - 3 იანვარს გველოდება წლის პირველი სუპერ მთვარეობა. მას ხშირად "მგლის მთვარეს" უწოდებენ, რაც უძველესი ტრადიციებიდან მოდის: ითვლებოდა, რომ წლის პირველი სავსე მთვარე ადამიანს ჭეშმარიტ გზაზე აყენებს და მას სულიერ მეგზურობას უწევს.
პატიმრებთან დაკავშირებით 3-ჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ვისაც დანაშაული მსუბუქად შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით - არ მიეცა საკითხს მსვლელობა , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ახალი წელი სადღესასწაულო განწყობის, საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებისა და ახალი იმედების დროა. თითოეული ქვეყანა შობა-ახალი წლის დღეებს განსხვავებულად, საკუთარი ტრადიცებისა და ცხოვრების წესის შესაბამისად ხვდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.
ახალი წლის ღამეს ამსტერდამის ცენტრში ხანძარმა ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში ვკითხულობთ.
დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, შეიძლება მაინც ვლანძღავდეთ ერთმანეთს, მაგრამ სადღაც დგას ის ქართული სული, ერთობა, გადარჩენის ჟინი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და შორსაც წაგვიყვანს - მზად ვართ, რომ ეს რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად, დაგვემშვიდობოს ისე, როგორც ეს წელი დაგვემშვიდობება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაშია აღნიშნული.
