"სპორტის სამყაროში ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიწია"- ტარზან მაისურაძე
თავისუფალი სტილი ჭიდაობა ქართველ ახალგაზრდებში უკვე წლებია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სპორტის ეს მიმართულება ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც ათლეტისგან ფიზიკურ სიძლიერეს და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს.
ამ სტილის ჭიდაობაში საქართველოს მრავალი ოლიმპიური, მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ტარზან მაისურაძე.
ქართველმა ფალავანმა ტარზან მაისურაძეა საკუთარი 20 წლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე, საქართველოს გამარჯვება მრავალგზის მოუტანა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ის სხვა სპორტსმენებისგან ილეთის – „გდების“ შესრულების განსხვავებული ვერსიით გამოირჩევა, ამ ფაქტმა მას ძალიან გაუთქვა სახელი. როგორც თავად აცხადებს სპორტის სამყაროში მის მიერ განვლილი გზა არც თუ ისე მარტივი იყო. სწორედ თავდაუზოგავმა შრომამ მას არაერთი წარმატება მოუტანა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ.
საკუთარ მიღწევებზე FirstNews.ge-ს ტარზან მაისურაძე თავად ესაუბრა.
- როდის დაიწყო თქვენი სპორტული ცხოვრება და შემდეგ კი კარიერა?
- ჩემი სპორტული ბიოგრაფია 8 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ ცხოვრების სტილად იქცა,სპორტის სამყაროში ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიწია და თავდაუზოგავად შრომა დამჭირდა. თუმცა, სირთულეების მიუხედავად არასდროს მითქვამს მასზე უარი. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შესძლებოდეს და არჩევანის წინაშე რომ ვიდგე ისევ ამ გზას ავირჩევდი, რადგან სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩამომაყალიბა. 2004 წლიდან ვარჯიშობდი ოლიმპიური მზადების ცენტრში და ვირიცხებოდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას და როგორი იყო ეს გზა?
გამოყენებადი ილეთი „გდება“. მე ბუნებრივად მაქვს ნიჭი, რომ ეს ილეთი ორივე მხარეს - მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირი სიზუსტით შევასრულო. ამ ყველაფერმა მომცა საშუალება, რომ „გდების“ საკუთარი ინტერპრეტაცია შევიმუშავე, დროთა განმავლობაში კი დავხვეწე და თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიყენებ. ეს ძალიან დამაბნეველია მოწინააღმდეგისათვის, მე კი გამარჯვების შესაძლებლობას მაძლევს. სწორედ ამ ილეთის დამსახურებით არაერთი გამარჯვება მოვიპოვე.
- კონკრეტულად რა მიღწევები გაქვთ?
- 2014 წელს მონაწილეობა მივიღე პოლონეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატიზე, სადაც ევროპის ჩემპიონი გავხდი და ოქროს მედალი მოვიპოვე.
ასევე, 2015 წელს მონაწილეობა მივიღე ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი.
ასევე, 2015 წელს თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალ სტილით ჭიდაობაში 74 კგ კატეგორიაში მოვიპოვე მესამე ადგილი და ავიღე ბრინჯაოს მედალი.
2015წელს ჩატარდა ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი (სირაკოვის და ილიევის მემორიალი) ბულგარეთში ქალაქ სოფიაში სადაც წარვსდექი 74წონით კატეგორიაში, გავედი ფინალში და ფინალურ შეხვედრაში შევხვდი მაკედონიის წარმომადგენელს ბესმირ ვესილს, რომელსაც ქულის აღების საშუალება არ მივეცი და წმინდა მოგებით 10-0 მოვიგე და დავიკავე პირველი ადგილი.
2015წელს ასევე საქართველოს თავისუფალ მოჭიდავეთა ნაკრები წარვსდექით ლატვიაში ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირზე (ფრეიდენფელდსის მემორიალი) სადაც ასევე წარმატრბით ვიასპარეზე 84წონით კატეგორიაში და ავიღე დამსახურებული პირველი ადგილი.
2018წელს მიწვეულები ვიყავით მსოფლიო თასზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ აივა სითიში სადაც 74წონით კატეგორიაში ვიასპარეზე მართალია გუნდა შედეგი ვერ დადო რადგანაც გვყავდა უძლიერესი მეტოქეები დიდი გამოცდილება მიიღო როგორც პირადად მე ასევე მთელმა ნაკრებმა.
2019წელს საქართველოს ნაკრები წარვსდექით საფრანგეთში ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის გრან-პრიზე სადაც წარდგენილი იყოს 13რჩეული ფალავნები მათ შორის 86 წონით კატეგორიაში ვიასპარეზე ფინალამდე გავიარე ურთულესი გზა ფინალში კი შევხვდი ამერიკის ძლიერ წარმომადგენელს სამუელ ბროკსს რომელთანაც ფინალური შეხვედრა დავთმე და მეორე ადგილს დავჯერდი.ნაკრებმა კი გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
2020წელს გერმანიაში ჩატარდა Deutsche Ringer Liga სადაც მიმიწვიეს 86წონით კატეგორიაში საასპარეზოდ როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდურ შერკინებაში დავთანხმდი მივიღე მოწვევა და წარმოვადგენდი Nendingen, blue გუნდს 5შეხვედრიდან ყველა შეხვედრა წარმატებით დავასრულე და მოვუტანე ჩემს გუნდს გამარჯვება.
2022 წელს საქართველოს ნაკრები იტალიის დედაქალაქ რომში ასპარეზობა მივიღეთ მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მივიღე 86 წონით კატეგორიაში სადაც ურთლესი გზა გავიარე ფინალამდე, ფინალში კი აზერბაიჯანის წარმომადგენელს აბუბაკრ აბაკაროვს დავუპირისპირდი სადაც ფინალური შეხვედრა დავთმე და დავჯერდი მეორე ადგილს.
ასევე 2022 წელს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა ევროპიდან, რომელმაც წლეულს, მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს თასისი ნორმატივი შეასრულა. მსოფლიო თასი ამრიკის შეერთებულ შტატების ქალაქ კორალვილში გაიმართა. ამ გუნდური შეჯიბრის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილი დავიკავე. საქართველოს ნაკრებმა მომზადება გაიარა ტურნირს მასპინძელ „ექსტრიმ არენი“-ს დარბაზში სადაც ჩემი ჭიდაობით და გდების ილეთით მოხიბლული დარჩნენ და შეთავაზება მივიღე ტურნირის დასრულების შემდეგ. შემომთავაზეს დარჩენა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობის და კარიერული წინსვლის გასაგრძელებლად.
ამჟამად ვიმყოფები ამერიკაში საქმიანობას და კარიერულ წინსვლას განვაგრძობ და მინდა უფრო დიდი წარმატებებს მივაღწიო.
- FirstNews.ge თქვენს საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ.
- დიდი მადლობა.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"