ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
რადიკალური ოპოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცირკია, სიფხიზლეა საჭირო და ეს ყველაფერი სუს-ის მხრიდან დადასტურდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი განცხადებით სუს-მა დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ფარცხალაძის მიერ კონტროლდება.
საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, - ამის შესახებ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა დასავლელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებით მოხდა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირი გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას უკრაინის ურყევ მხარდაჭერას და უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობას, რომლის გადაწყვეტილებებსაც რუსეთი ბლოკავს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ვერძი
ზაფხულია, ცხელა, ნესვიც დამწიფდა და მისგან გემრიელი გამაგრილებელი სასმელის გაკეთებაც მარტივად შეგვიძლია...
კახეთში ძლიერი სეტყვაა.
