ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაანონსებულ პრაიმერისს, ერთ საკმაოდ მნიშვნელოვანი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს და ეს პოლიტიკური ამბიციების ასპექტს უკავშირდება. ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციის კრიზისის პირობებში პრაიმერს სხვა დანიშნულება ნაკლებად მოსალოდნელია ჰქონდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
პარლამენტში, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ცხრა.
2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.
ბოლო კვირებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული, რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მოღალატეებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხში დაწერა.
თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც დღეს პირველი მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7596 ლარი ეღირება, ევრო – 2.7309 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1769 ლარი.
რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.