დღეს ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილის ადოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საერთაშორისო ტოქსიკოლოგიური ორგანიზაციისგან მიღეს პასუხი, თუ რა კვლელვები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა ყოფილი პრტეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლინიუმით მოწამლული. ადოკატის თქმით, უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, სააკაშვილის პოლინიუმით შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის დადგენა ახლა შეუძლებელია, რადგან ვადა გასულია, თანაც ეს კვლევა საქართველოს არცერთ ლაბორატორიაში არ კეთდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პოლონიუმი სააკაშვილის საქმეში - რამდენად საფუძვლიანია ეჭვები ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლაზე.
„რუსეთი უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებს, ფრონტის ხაზზე კი ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაა, სადაც რუსები კვლავ უშედეგოდ ცდილობენ „პატარა გამარჯვება" მაინც გაიფორმონ. სამშაბათს ბახმუტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი საკმაოდ პესიმისტური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც „ახალ რეგიონებში" არსებულ „მძიმე მდგომარეობაზე" ისაუბრა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პუტინის პესიმიზმი და ერთი აქტიური მიმართულება ფრონტზე - გატეხა თუ არა დასავლეთის ერთიანობამ რუსეთი.
ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში თანამედროვე იარაღის დონემ უკვე 91 პროცენტს გადააჭარბა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამი დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6667 ლარი ეღირება, ევრო – 2.8368 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2443 ლარი.
ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.
