130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა. ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამა პეტრე (კოლხი) წერს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით მიაწოდოს, „უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარიუპოლში 10 300-მდე ახალი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
უცნობი პირები უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ფონდისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
შევისწავლე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ანკეტა, გადავხედე სხვა ექსპერტების ანგარიშებს – ყველა ერთი და იგივე დასკვნას აკეთებს დემენციის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის თაობაზე, სიმულაციის ან გაყალბების არანაირი ნიშნები არ გამოვლინდა, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, სამოქალაქო ომი უნდათ, რადგან სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ამ ქვეყნის ომში ჩართვა, დესტაბილიზაცია და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6740 ლარი ეღირება, ევრო – 2.8446 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2313 ლარი.
მარია ზახაროვას თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის მიერ საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადებაში.
