May 19, 2025

ნოემბერი 02 2022

რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.


ნოემბერი 02 2022
საქართველოს თასის ნახევარფინალში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
 

ნოემბერი 02 2022

"მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.


ნოემბერი 02 2022

ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.


ნოემბერი 01 2022

დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.


ნოემბერი 01 2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


ნოემბერი 01 2022

რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება.


ნოემბერი 01 2022

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელებს ბოლო ორი თვეა დიდი პრობლემები შეუქმნეს ირანული “შაჰიდ-131” და “შაჰიდ-136” ტიპის კამიკაძე-დრონებით.


ნოემბერი 01 2022

“გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება “ცენტრს” მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


ნოემბერი 01 2022

2 ნოემბერს, ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის “დინამოს“ შეხვდება. ნახევარფინალური მატჩი ზესტაფონის სტადიონზე 13:00 საათზე დაიწყება.


გვერდი 460 სულ 1324
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.