ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქვეყნისათვის, მეორეხარისხოვანია და მისი ნომერ პირველ პრობლემად წამოწევა არასწორია.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ მოიქცა სწორად, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როდესაც გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის კადრები, - ამის შესახებ Firstnews.ge-თან საუბარში უფლებადამცველმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დღეს "ტორპედო ქუთაისი" U14 -ის წარმომადგენლები მიიღო. მოზარდებმა მიმდინარე წელს წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა ტურნირში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია.
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, რომელთაგან უმრავლესობა მოწამვლასთან არის კავშირში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 018.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 037.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (31.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 11 981.1 მლნ. აშშ დოლარს (32.4 პროცენტით მეტია).
19 დეკემბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით წვიმა და +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
