დღეს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცეში შეკრებილ 70-ზე მეტ ადამიანს (ახალგაზრდებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს) შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ "მრჩეველთა საბჭოს" დებულების, სამოქმედო გეგმისა და იმ კომპონენტების შესახებ, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
10 ოქტომბერი, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო. დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. დაიბომბა კიევი, ლვოვი, ჟიტომირი, ხმელნიცკი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. მხოლოდ დედაქალაქში 10-მდე ადამიანი დაიღუპა.
ჩრდილოეთ მოლდოვაში, უკრაინის მოსაზღვრე ერთ-ერთ სოფელში (Nanacea) უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩაცვივდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:
თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ოქტომბრის ბოლოს "ხის დარგვის საერთაშორისო დღე" აღინიშნება.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება გააგრძელოს საომარი მოქმედებები, რათა შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დაიკავოს ახალი ტერიტორიები და შექმნას პირობები დასავლეთისთვის, რომ შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა, რაც მისი მოლოდინით, ამ ზამთარს მოხდება, - ამის შესახებ ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს "ავადმყოფი" უწოდა მათი განცხადებების გამო, თითქოს სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე უპილოტო დრონები გაუშვეს სამოქალაქო გემიდან, რომელიც გამოიყენებოდა მარცვლეულის გარიგების ფარგლებში.
ქუთაისმა 29-30 ოქტომბერს "IARE FEST - იარე ფესტივალს" უმასპინძლა. ფესტივალი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
