რაიმე საფუძველი, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულად შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც საქართველოს კანონდებლობით არის დადგენილი და რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ჩვენ არ დავიშურებთ ყველგან ძალისხმევას, ყველა პლატფორმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეის შეჯამებისას განაცხადა.
ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ოსური მედია წერს, რომლის ცნობითაც, დაშავებული სამი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით ისინი სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არიან ჰოსპიტალიზებული.
“ზამთრის მოახლოვებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით სკეპტიკური განწყობა ძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, აშშ-მა შესაძლოა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს.
“ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. როდესაც პოლიტიკური ინტერესები დგება დღის წესრიგში, ხშირად ავიწყდებათ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და ასე შემდეგ... ეს ხშირად იწვევს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებასაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7723 ლარი ეღირება, ევრო – 2.7329 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1405 ლარი.
სრულიად აღმაშფოთებელია, როგორ თამაშობენ ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ სახელმწიფო ინსტიტუციებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლიც მიხედვითაც, ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა ილჰამ ალიევის ვიზიტზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ომის დაწყებიდან რვა თვის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, 24 თებერვალს ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს უკრაინულ ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
ჩვენ ვისაუბრეთ, არსებულ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის - აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
