August 18, 2025

თებერვალი 18 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 595 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 24 409  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  29.64%.


თებერვალი 17 2022

თეთრი სახლის დატოვებისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს აქვს „მიზეზი, იფიქროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“.


თებერვალი 17 2022

“რუსეთი ამ დრომდე ირწმუნება, რომ უკრაინაში ომს არ აპირებს და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა დასავლეთი და თავად უკრაინა დეესკალაციის რეალურ ნაბიჯებს ვერ ხედავენ.


თებერვალი 17 2022

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში. სისტემის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


თებერვალი 17 2022

კურსს ფუნდამენტური ფაქტორები როდესაც განსაზღვრავს, მასთან შებრძოლება შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.


თებერვალი 17 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.0008 ლარი ეღირება, ევრო – 3.4113 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0838 ლარი.


თებერვალი 17 2022

5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, მალევე, დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინაც ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.


თებერვალი 17 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 912 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  29.57%.


თებერვალი 16 2022

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მოკავშირეები მშვიდობიან მოლაპარაკებებს უჭერენ მხარს და მოსკოვის მხრიდან დიპლომატიური მოლაპარაკებების ნიშნების გაჩენას მიესალმებიან.


თებერვალი 16 2022

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები მოსკოვს აღარ აინტერესებს, მისი არგუმენტები არასერიოზულია, რუსეთს სურს ნამდვილი დიალოგი. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ იენს სტოლტენბერგის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ნატო არ აპირებს უარი თქვას „ღია კარის“ პოლიტიკაზე.


გვერდი 627 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.