ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის 30 დეკემბერს მომხდარი სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა „ატლანტიურმა საბჭომ“ (Atlantic council) გამოაქვეყნა ოცდაოთხი ავტორიტეტული ექსპერტის ღია წერილი სათაურით „როგორ უნდა ვებრძოლოთ ევროპაში კრემლის მიერ შექმნილ კრიზისს“, რომელშიც ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს მკაცრად გასცეს პასუხი მოსკოვის პრეტენზიულ მოთხოვნებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად აღნიშნული შტამით ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო.
პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრზე, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს:
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, – ამის შესახებ ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში, რომელიც გამოცემა „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა.
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.
ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო და იძულებული იყო დაეტოვებინა. მოგვიანებით სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს.