თებერვალი 28 2022

აყარეთ თქვენი იარაღი და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს, უბრალოდ გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და წადით, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს რუსულ ენაზე.


თებერვალი 28 2022

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ახლა აქტიური მოქმედების დროა, რადგან უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ.


თებერვალი 28 2022

ოკუპანტებმა ხარკოვი „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შინაგან საქმეთა მინიტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.


თებერვალი 28 2022

მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მაგონებს, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი, წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს და ხალხს „მიშა, მიშა" აძახებინეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


თებერვალი 28 2022

უკრაინაში ომის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.


თებერვალი 28 2022

გუშინ რეალური გარდატეხა მოხდა. ომი ევროპული გახდა. ის საბოლოოდ გააცნობიერეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ფეისბუქში“ წერს.


თებერვალი 28 2022

მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს, - ამის შესახებ ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რასაც CNN ავრცელებს.


თებერვალი 28 2022

ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ამ ფორმით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.


თებერვალი 28 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 138  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 465  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 12 840  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  17.44%.


თებერვალი 27 2022

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცლებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:


გვერდი 659 სულ 1367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.