ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების შესახებ ამბობს, რომ კლინიკას ინტენსიური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობა აქვს, თუმცა კლინიკა მაღალტექნოლოგიური არ არის.
მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ სასამართლო მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხვალ დარბაზში გაიმართოს და მას თავად მესამე პრეზიდენტიც დაესწროს.
გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობილი დიპლომატი და პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 033 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასზე გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას, ფიზიკურად იძალადეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდ-ვითარებას ეხმაურება:
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.