აპრილი 16 2021

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ყავისა და ორცხობილის უფასო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სივრცე "OK' სო" იყო. 



აპრილი 16 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით.


აპრილი 16 2021

ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი და უკრაინა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთს საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.


აპრილი 15 2021

უკრაინის პოპულარული გამოცემა „სტრანა“ («Страна») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ორი „ხატა“ მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა“, რომელშიც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასსრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი მდგომარეობაა გადმოცემული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლებისა და მიწების ფლობის თვალსაზრისით (ავტორი - ვარვარა კვიტკა).


აპრილი 15 2021

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. ადვოკატების თქმით, საქმის მასალებში არაერთი უზუსტობაა.


აპრილი 15 2021

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში ხელახალ დაბრუნებას ეხმაურება და 10 კითხვით მიმართავს.


აპრილი 15 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. 



აპრილი 15 2021

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღდგომის დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნოს და დიდი სუფრებისგან თავი შეიკავოს. 


გვერდი 851 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.