Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმა, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თქვა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლოა, ამერიკელებს პირბადეების ტარება 2022 წელსაც მოუწიოთ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იუწყება.
"შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნიკა მელიას დაკავებას შტურმით აპირებდნენ, რაც დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეი ნავალნის საჩივარი მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით და წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნავალნისთვის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით კანონიერად ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. შესაბამისად, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიასა და სხვა მდიდარ ქვეყნებს შესაძლოა ფულის გარდა ვაქცინების საკუთარი მარაგის გადაცემა დასჭირდეს განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მხოლოდ მთლიანი მსოფლიოს ვაქცინაციით დასრულდება კორონავირუსის პანდემია.