იანვარი 28 2021

ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალისაკენ ახალი თანამედროვე საავტომობილო გზა შენდება“, - იუწყებიან აზერბაიჯანული გამოცემები, კერძოდ „ხალკ გაზეთი“ («Xalq qəzeti»//„სახალხო გაზეთი“) და ქვეყნის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმოწმებენ სათაურით „ახალი გზა „ქეშიქჩიდაღისაკენ“. აქვე განვმარტავთ, რომ დავით გარეჯის ქართულ სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ.


იანვარი 28 2021

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ეხმაურება:


იანვარი 28 2021

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

" უკვე მერამდენედ?!

თეატრალიზებული ისტერიკის ფონზე, "ქართული ოცნება" ისევ გაურიგდა "ნაცმოძრაობას", ამჯერად დავით გარეჯის სამონასრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეზე, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ სამშობლოს ღალატის საქმეზე და დაიწყო ამ საქმის ჩაფარცხვის პროცესი!!!
 
 
P.S.
მოსალოდნელი იყო რომ ესენი ერთმანეთის ტყავს არ დახევდნენ!!!" -წერს ის.
 
23www

იანვარი 28 2021

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.


იანვარი 28 2021

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის  30 000 ლარს შეადგენს.


იანვარი 28 2021

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


იანვარი 27 2021

ახალი კვლევა, რომელიც ლიდსისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა აწარმოეს, გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე არსებული ყინული, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რეკორდული სისწრაფით დნება.


იანვარი 27 2021

რუსული გაზეთის „იზვესტიის“ («Известия») 27 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სდექ“ მოხსნილია: რუსეთსა და საქართველოს, საზღვრის გახსნის მიზნით, მოლაპარაკებების განახლება თებერვალში შეუძლიათ“ (ავტორი - ელნარ ბაინაზაროვი), რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის  სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენასა და ტურიზმის აღორძინებაზე საუბრობს.


იანვარი 27 2021

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 38-ე სხდომა გამართა.


იანვარი 27 2021

იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში, - ასე შეაფასა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას.


გვერდი 899 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.