,,ხელისუფლების ინტერესშია, რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს"-ასე გამოეხმაურა იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გუმათჰესთან მიმდინარე აქციებს და იმ მოლაპარაკებას, რომელიც 15 აპრილს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და "რიონის ხეობის მცველებს" შორის გაიმართა.
"პანდემიის დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ ფონზე, დროებით შეჩერდა წარმოება და მიმოსვლა, რამაც, ბევრ უარყოფით შედეგთან ერთად, გარკვეული „ამოსუნთქვის“ შესაძლებლობა მისცა დედამიწას," - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის წარმომადგენლები აცხადებენ.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორები დღეიდან აქტიურ ქმედებაზე გადავლენ - დაუკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და 15 აპრილის შეხვედრაზე მათ მიერ დაყენებულ პირობებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 241 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 632 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %.
შავი შოკოლადის ან კაკაოს შვიდი სასარგებლო თვისება, რომელიც დადასტურებულია მეცნიერულად:
რუსულ ყოველკვირეულ გაზეთის „სობესედნიკ“-ის («Собеседник») მე-15 ნომერში (20 აპრილი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან სათაურით „პუტინისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ამბიციებია“, რომელშიც იგი მრავალ საკითხზე საუბრობს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს.
როგორც ცნობილია, ამ ორიოდე დღის წინათ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის საბაჟო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაქსიმ ნეფედოვმა სავიკ შუსტერის პროგრამაში "სვობოდა სლოვა"-ში («Свобода слова») გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისში ერთ-ერთ დამნაშავედ ფინანსთა სამინისტრო და კერძოდ, პირადად მინისტრი სერგეი მარჩენკო მიიჩნიეს.
რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია გამოცემის თბილისელი კორესპონდენტის ია ბარათელის ვრცელი სტატია სათაურით „როგორ უნდა ჩახვიდე საქართველოში, თუ პოზნერი არ ხარ“, რომელშიც მიმოხილულია რუსი ტურისტებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელი პირობები, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზეც: არის თუ არა რუსოფობია საქართველოში.
შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
