1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
,,32 წლის წინ ჩვენი საზოგადოების ერთობამ და ერთიანობის სურვილმა მიგვიყვანა სწორედ დამოუკიდებლობამდე. ჩვენი გმირების სახელს უკვდავყოფთ და გადავცემთ მომავალ თაობას. ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი მომავალი ერთობის და იქნებიან საწინდარი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და დავასრულებთ ოკუპაციას,“ - ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისში, 1989 წლის 9 აპრილის, მოვლენების ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
“ოკუპაციის კიდევ 4 მსხვერპლი - გალიდან ზუგდიდში ენგურის მეშვეობით მალულად 2 კაცი და 2 ქალი გადმოდიოდა, რა დროსაც ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, სამი ცხედარი უკვე იპოვეს.
“კორონავირუსი მსოფლიოში თითქმის წელიწადნახევარია მძვინვარებს და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა - კაცობრიობამ ამ დროის მანძილზე ვირუსთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება თითქოს დააგროვა, ვაქცინაციაც დაწყებულია, თუმცა, ვითარებას ეს ვერ ცვლის და ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდი ფიქსირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აპრილამდე საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი ადგილზე გაეცნენ.
