კრემლის „ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა რუსულ "ნემსზე ჯდება“ - The Times
ბრიტანული გაზეთი „თაიმსი“ («The Times») 26 თებერვლის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „რუსეთის „ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის „ნემსზე ჯდება“, რომელშიც ნათქვამია:
ბრიუსელი თვლის, რომ რუსეთი, ჩინეთთან ერთად, ცდილობს თავისი გავლენა გააფართოვოს ევროკავშირის წევრ იმ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც ვაქცინის მწვავე უკმარისობას განიცდიან.
როგორც ცნობილია, დღეისათვის ევროპელი რეგულატორის მიერ მხოლოდ სამი ვაქცინაა შემოწმებული: „ფაიზერ-ბიონთექ“ (Pfizer-BionNTech), „მოდერნა“ (Moderna) და „ოქსფორდ/ასტრაზენეკა“ (Oxford/Astrazeneca).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრემლის „ვაქცინური დიპლომატიის“ ამოცანას ევროკავშირში განხეთქილების ჩამოგდებაც წარმოადგენს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მოსკოვი თავისი მიზნის განხორციელებასთან ახლოს არის სლოვაკეთში, სადაც მთავრობა დაშლის პირასაა მმართველი კოალიციის მოქმედების გამო, რუსული ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით, წერს ავტორი.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა თავისი უმცროსი კოალიციური პარტნიორი - პარტია „ხალხისათვის“ იმაში დაადანაშაულა, რომ მათთვის პოლიტიკანობა ადამიანების ბედის გადარჩენაზე უფრო ძვირფასია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „ხალხოსნებმა“ დაბლოკეს რუსეთთან მოლაპარაკება ანტივირუსული ვაქცინის „სპუტნიკ-V”-ის შეძენის შესახებ.
სლოვაკეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც რუსული ვაქცინის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ერთი თვის წინათ უნგრეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან, რომელიც ვაქცინის სწრაფ მიწოდებას ითვალისწინებს, „სპუტნიკ-V”-ის შეძენის მიზნით დაინტერესებას იჩენენ ხორვატიაც და ჩეხეთიც.
რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ვაქცინით ვაჭრობამ ბრიუსელი ჩიხში შეიყვანა. სწორედ ამიტომ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი დაინტერესდა, თუ „რატომ ჰპირდება რუსეთი სხვა ქვეყნებს ვაქცინის მილიონობით დოზას, როცა კრემლს საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია არ დაუმთავრებია“.
„თაიმს“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ რუსეთსა და ჩინეთში მოსახლეობის ვაქცინაციის დონე მხოლოდ 2%-ს აღწევს.
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-56191426
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი