"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიას ელჩებთან ინდივიდუალურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია.
„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ საახალწლოდ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს არის ტერორი, ერთპარტიული, არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. არ შემოდიხართ პარლამენტში? -ახლა დაგსჯით და მოღალატე თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
“როგორც კი პანდემიის შიში ოდნავ გაფერმკრთალდა, ისევ დაიწყო არნახული სისასტიკით დაპირისპირება, საბოლოოდ წელი დავასრულეთ ისეთი დაპირისპირებით, რომ ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 226 თბილისში, 64 აჭარაში, 87 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 88 წელი შეუსრულდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დაახლოებით 10-14 რიცხვისთვის გამოჩნდება, როგორ აისახება გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და მოიმატებს თუ არა ამის შედეგად კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ზილფიმიანი ღია წერილში წერს.
