საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წლის ბოლო თვე, ცივი და სუსხიანი დეკემბერი, თუმცა ყველაზე ფერადი, მხიარული, მოლოდინებით სავსე და ჯადოსნურია...
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი მიღებულია.
ქუთაისის მერია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ამანათების დარიგებას აგრძელებს.
რუსულმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ («Комсомольская правда») სტატიაში სათაურით „რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს“ გამოაქვეყნა მწერალ ალექსანდრე მიასნიკოვისა და ისტორიკოს ნიკოლოზ სვანიძის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რუსეთში შექმნილ სიტუაციას ეხება. გაზეთმა სთხოვა მათ, რომ რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეეფასებინათ, მაგრამ ისე, რომ თითქოსდა ქვეყნის სათავეში იოსებ სტალინი დგას: როგორ მოიქცეოდა ბელადი 2020 წელს და როგორ მოაგვარებდა იგი ქვეყნის წინაშე გაჩენილ პრობლემებს.
გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») გამოაქვეყნა პოლიტიკური მიმომხილველის მიოდრაგ შორიჩის სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ცხოვრებას გაურთულებს“, რომელშიც განხილულია აშშ-ის (დასავლეთის) და რუსეთის პერსპექტიული ურთიერთობები და მოცემულია რუსეთის მოქმედების პროგნოზები.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») მიერ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ასახულია თუ როგორ ხდება საქართველოში კავკასიური ნორდმანის ნაძვის გირჩების შეგროვება. „50 მეტრის სიმაღლეზე: როგორ მუშაობენ გირჩის შემგროვებლები საქართველოში“, - ასეთი სათაური აქვს ვიდეოსიუჟეტს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100 ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა.
30 დეკემბერს 14 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომა გაიმართა.
