შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 128 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობას აღნიშნავს, რის გამოც, ახალი წლის მსგავსად, ერთი ღამით მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ევროკომისია ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებით უკიდურესად შეშფოთებულია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ:
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც ახ. წ. დაახლოებით 29 წელს სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი — მქადაგებელი, რომელიც იესოს მოსვლას წინასწარმეტყველებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.
