„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციის განცხადებების დაკმაყოფილებამდე კიდევ ორი კვირა დარჩა.
ჩვენ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემრულებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 17 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებიდან და ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო გაფრთხილებას აქვეყნებს. სპეციალისტების თქმით, ევროპაში ახალი წლის შემდეგ, პროფილაქტიკური ზომების სათანადოდ არ დაცვის შემთხვევაში, კორონავირუსის ახალი აფეთქებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.
