November 28, 2024

სექტემბერი 08 2020

რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტეგები:

სექტემბერი 08 2020

„მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება,"


სექტემბერი 07 2020

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.


სექტემბერი 07 2020

,,ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ, სკანდალურ გარემოებებზე წერს.


სექტემბერი 07 2020

გიორგი გახარია - ბავშვები და სტუდენტები სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად

 

ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო.

 

 

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან. მანამდე სწავლას დაიწყებენ დისტანციურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი ვხვდებით, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას ჩვენ მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ", - განაცხადა გორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

 

„დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს. ჩვენ გადასულები ვიყავით კვირაში ერთხელ შეხვედრებზე. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 34 ახალი ინფიცირების შემთხვევა. აქედან 32 შემთხვევის წყარო დადგენილია, 20 შემთხვევა გახლავთ ბათუმი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


სექტემბერი 07 2020

7-10 სექტემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.


სექტემბერი 07 2020

რუსული გაზეთის „სობესედნიკ“-ის («Собеседник») დღევანდელ, 7 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ყოველი ქურდი ხელისგულზე: როგორ დაამარცხა საქართველომ კორუფცია ყველაზე სწრაფად მსოფლიოში“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ანტიკოროფცული ბრძოლის გამოცდილებაზეა საუბარი (ავტორი - რიმა ახმიროვა).


სექტემბერი 07 2020

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») დღევანდელ, 7 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ბელარუსის შემდეგ არეულობა შეიძლება საქართველოშიც დაიწყოს: ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების შეცვლის ვარიანტს განიხილავს“.


სექტემბერი 07 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ,- ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.


სექტემბერი 07 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარისა განცხადებით, წვრთნა ქართული ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიღწევადი გახდეს.


გვერდი 995 სულ 1292
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.