September 18, 2025

ნოემბერი 06 2020

ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთ „ვინა ცაიტუნგ“-ში («Wiener Zeitung»//„ვენის გაზეთი“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის ვალდებულება ძალიან დაბალია // მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირი ბრმად მოქმედებს“, რომლის ავტორია შტეფან რაინერი, დიპლომატიური აკადემიის დირექტორი. იგი 1987-1995 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალოიზ მოსკის მრჩეველი გახლდათ და საქართველოშიც არის ნამყოფი.


ნოემბერი 06 2020

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია და ის გადადგომას არ გეგმავს.


ნოემბერი 06 2020

დარწმუნებული ვარ, ახლა ხდება ციფრების ხელოვნურად გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მოპარული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.


ნოემბერი 06 2020

ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების გამო, ვლადიმერ პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია მოსკოვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


ნოემბერი 06 2020

19 უბნის გადათვლის შედეგად, არანაირი გაყალბების კვალი და მნიშვნელოვანი დარღვევა, მით უმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 06 2020

მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და თამაშობს გავლენების მქონე პირის როლს,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განცხადა.


ნოემბერი 06 2020

კორონავირუსის წინააღმდეგ არაფერი სხვა არ მოუგონია კაცობრიობას, გარდა ორი რამისა – ნიღაბი და დისტანცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ნოემბერი 06 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.


ნოემბერი 06 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო.


ნოემბერი 06 2020

მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, რომლის გავლითაც მსვლელობას მართავს „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე ტყვიის მასრა იპოვეს.


გვერდი 993 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.