„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია.
24 სექტემბერს, ღამის საათებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეწამვლით ღონისძიებებს ჩაატარებს. წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა განხორციელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბევრად მართებული იქნება, თუ მას უსაფრთხოების და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ“ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება:
საქართველოს პროკურატურა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზის და ადვოკატის მიერ გასაჯაროებულ სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.
ქართველი ამომრჩეველი უკვე მიჩვეულია მრავალფეროვნებას, ქართულ პოლიტიკაში მრავალხმიანობას და დარწმუნებული ვარ, თავის არჩევანს ორპოლუსიანობის საწინააღმდეგოდ გააკეთებს, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.
