სექტემბერი 22 2020

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. ვალდებულებათა ბარათის გარდა, ისინი ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც იღებენ, რომ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან" და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.


სექტემბერი 22 2020

რუსთავი2-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

 

#კოვიდინფიცირებული დღე 12

 

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

 

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადიამებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატობებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

 

სავარაუდოდ ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,"- წერს ის.


სექტემბერი 22 2020

ყირიმის ოკუპაცია და რუსეთის აგრესია დონბასში აჩვენებს, რომ მსოფლიომ მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული გაკვეთილი ვერ აითვისა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


სექტემბერი 21 2020

ახალგაზრა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც რამიშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მოხდეს.


სექტემბერი 21 2020

სანდრო ბრეგაძე სკანდალში ეხვევა - სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერის, აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, იგორ მოროზოვს ესაუბრება. იგორ მოროზოვი ფსბ-ს პოლკოვნიკი იყო და მას კგბ-ს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.


სექტემბერი 21 2020

უკრაინელმა სახელმწიფო მოღვაწემ სვიატოსლავ პისკუნმა - სამგზის ექს-გენერალურმა პროკურორმა ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს - ინტერვიუ მისცა უკრაინის პოპულარულ გამოცემას „სტრანა“-ს («Страна»), რომელშიც იგი საუბრობს, თუ როგორ მოხდა მისი მიწვევა-დანიშვნა უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას მრჩევლად და რატომ გადადგა იგი თანამდებობიდან ერთი თვის შემდეგ. სხვათა შორის, ამ ფაქტმა უკრაინის საზოგადოებაში ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.


სექტემბერი 21 2020

რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „აფხაზეთმა „კოვიდ-19“-ის გამო „დაამუხრუჭა“: ტურისტულმა ბუმმა გაიარა, ფასები დაეცა“. პუბლიკაციის ავტორი ეკატერინე საჟნევა, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა, მკითხველს იქაურ რეალურ სიტუაციას აცნობს.


სექტემბერი 21 2020

გამოცემა "ტაბულას" დაფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


სექტემბერი 21 2020

დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული დაიწყო.


სექტემბერი 21 2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,


გვერდი 1079 სულ 1361
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.