ივლისი 02 2020

სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან ორგანიზებულ ჩამოყვანას სუბსიდირებული ფასებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ივლისი 02 2020

გავლენიან გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში («Frankfurter Allgemeine Zeitung») გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით  „რისხვა და ტკივილი“ (ავტორი - მარკუს ვენერი), რომელშიც რუსეთ-გერმანიის ურთიერთობის საკითხებთან ერთად, კანცლერ ანგელა მერკელისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთდამოკიდებულებაც არის გაანალიზებული.


ივლისი 02 2020

ფინეთის ყველაზე მრავალტირაჟიან - 130 ათას ეგზემპლარიან საღამოს გაზეთ „ილტა სანომატ“-ში («Ilta-Sanomat») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვილე ჰააპასალომ პროფესია გამოიცვალა და ახლა ხაჭაპურს ჰყიდის“, რომელშიც ერთ-ერთი ფინელი ყოფილი მსახიობის საქმიანობაა გადმოცემული: როცა ვილე ჰააპასალო, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩა, მან ქართული ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო (ავტორი - სუვი კერტულა).


ივლისი 02 2020

რუსული გაზეთის „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») ორი ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვაში „თხუნელა“ გაჩნდა: ზედმეტ თვალშისაცემ ფალსიფიკაციას საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის გამოწვევა შეუძლია - ასე მოხდა 2003 წელს საქართველოში“, რომელშიც ბელარუსში საპრეზიდენტო არცევნებისთვის მზადებაა განხილული.


ივლისი 02 2020

აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით გამოცდის ჩაბარების პერიოდში, ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.



ივლისი 01 2020

ახალი საარჩევნო სისტემის ამსახველი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით „ქართული ოცნება“ სრულად შესრულებულად თვლის ოპოზიციასთან 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას.


ივლისი 01 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესი.


ივლისი 01 2020

დღეიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიების და სოციალური პაკეტების გაზრდასთან დაკავშირებით.


ივლისი 01 2020

მმართველი პარტია როგორც ყოველთვის, არის მატყუარა და დემაგოგი, როცა აცხადებს, რომ თითქოს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს გენდერულ კვოტირებას. ნუ დაუჯერებთ ქართული სუფრის იდილიას, არ არის საქართველოში ქალი თავისუფალი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთაბ განაცხადა.


გვერდი 1094 სულ 1328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

TOP.GE

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.