გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაკავებულმა პირმა მილიონი აიღო – ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან ერთად ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკაია ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 724 გახდა.
ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. კონკრეტულად კი, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
თუ დღეს ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ამისთვის მზად ვიყავით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.
