თურქული გაზეთის „ჰურიეთ“-ის («Hürriyet») დღევანდელ, 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჩაის პლანტაციებში ქართველები სენეგალელებმა შეცვალეს“.
ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლის“-ში («Foreign Policy») სათაურით „მე პოლიცია ჯერ გავაუქმე, შემდეგ კი აღვადგინე. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია იგივე გააკეთოს // საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნდობის აღდგენა და კორუფციაზე გამარჯვება“ გამოქვეყნებულია მიხეილ სააკაშვილის სტატია, რომელშიც იგი ჰყვება, თუ როგორ განახორციელა პოლიციის რეფორმა საქართველოში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 837 გახდა.
70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 1-ელი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 831 გახდა.
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოვებს.
12 ივნისიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პერიოდული საგზაო-სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი "რესპუბლიკელი" კონგრესმენი აწერს ხელს.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი.
