ესტონეთი პირველი სახელმწიფოა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ეტონეთის მოქალაეებს შეუძლიათ ასევე, ტრადიციული ფორმით, საარჩევნო უბანზე მისვლით დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნები დისტანციურად - შესაძლებელია თუ არა საქართველოში ესტონეთის მოდელის დანერგვა / "ადრე თუ გვიან, სამყარო, რომ ამ ტიპის არჩევნებზე გადავა - ეს ცხადია"
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, სპორტსმენის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, არჩილ გაგნიძე ბრალს არ აღიარებს.
საქართველო მზად არის ევროპულ გზაზე უფრო მეტი და კონკრეტული ნაბიჯებისთვის გადასადგმელად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ასეა, რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა, ვცდილობდი რაღაც შინაარსი მეპოვნა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას.
თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი,- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პლენარულ სესიაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
მაგარი კი არა, კურდღლები ხართ! – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტში პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირზე შესაძლო ძალადობის გამო გამოძიება დაიწყო.
1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო.
2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
