დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენს მიერ აღებული დემოკრატიული ვადლებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ. საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.
დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდა და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.
26 ივნისის, საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე.
29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი,"- ნათქვამია განცხადებაში.
მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარალელის გავლება, უზნეობაა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას და ვიდეოკადრებს ავრცელებს.
28 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს.
ვაცნობიერებთ, რომ დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის იარაღი რუსეთის არსენალის ნაწილია, ბერლინში, ტიერგარტენის პარკში, მომხდარი მკვლელობაც, რომელზეც სასამართლო მსჯელობა მიმდინარეობს, სერიოზული ინციდენტია, თუმცა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები მაინც არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა რამდენიმე ევროპულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აცნობიერებს თუ არა გერმანია რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.
"რურუას საქმე გასცდა პოლიტპატიმრის გათავისუფლების ჩარჩოებს და დღეს პიარის თემა გახდა.
ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სამოქალაქო მოძრაობის“, "ლელოსა" და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქციაზე FirstNews.ge-ს ჟურნალისტიც იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.
„ეს აქცია ეძღვნება იმას, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება არის დასაცავი, მაუწყებლის დასაცავად საზოგადოების ყველა წევრი იკრიბება. ყველასია ეს მაუწყებელი, სამოქალაქო ინტერესის ჯგუფს წარმოადგენს, პოლიტიკურ პარტიაშია, აქტივისტია, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაშია, ყველა უნდა მოვიდეს და დაიცვას. ჩვენ თუ არ დავიცავთ, ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. მაუწყებელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინტერესებისგან არის დასაცავი. ათზე მეტი საქმეა სასამართლოში იმ თანამშრომლების, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ან განდევნეს, ჩვენ ამას არ შევეგუებით და თავისუფლებას არ დავთმობთ“, – განაცხადა ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.


