"კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ"
დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ.
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ და ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის.
„მიმდინარეობს გენომის სეკვენირება ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია, რომ მეტი ეჭვის საფუძველია იქ. გენომის სეკვენირებას ოთხი-ხუთი დღე სჭირდება, ალბათ ამ კვირის ბოლოს პასუხი გვექნება. დანარჩენ სამ შემთხვევაზე დამატებითი მოკვლევები მიმდინარეობს, თუ დადსტურდება, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. იცით, საქართველომ ჩაკეტა, შესაბამისი შეზღუდვა შემოიღო დიდ ბრიტანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის, ისინი გდადიან კარანტინში.
ამ ახალ შტამს და რესპირაციულ ვირუსებს ძალიან ხშირად ახასიათებთ მუტაციები. ეს მოულოდნელი არ არის. იგივე ამ მუტაციის შესახებ სექტემბერშიც იყო ცნობილი. ახლა ბევრ შემთხვევაში დადასტურდა ბრიტანეთში, სწორედ მაშინ მიეცა მას უფრო ფართო საინფორმაციო კამპანია. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ის არ არის უფრო ვირულენტური, ანუ აგრესიული, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი, ერთადერთი, რასაც მეცნიერები ძირითადად ბრიტანეთში ამბობენ, თითქოს უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
