კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 46, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 900, აჭარაში – 364, იმერეთში – 731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 84, იმერეთში – 203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 181, აჭარაში – 42, ხოლო იმერეთში – 64.
სულ 6 ოქტომბრიდან – 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 323 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 750 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 576 პირი, აჭარაში – 1 981, იმერეთში – 2 244“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი