საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 891 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 767, პისიარტესტით – 7 124.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 808, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი.
ამასთან, 13 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 403 პირი.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
