"ბევრად მომატებული რისკია ის, რაც „ფაბრიკაში“ და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, რადგან ეს ჯერ კიდევ მაღალი რისკის შემცველია.
მისი თქმით, კორონავირუსი არ დამარცხებულა და პანდემია გრძელდება.
„აქამდე დიდი თვითშეგნება იყო ქვეყანაში, ამ ერთობლივმა მოქმედებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო შედარებით ნაკლებ დაზიანებულია დღეს. გავაგრძელოთ ასე მუშაობა. რაც მე „ფეისბუქზე“ ვნახე, რა ხდებოდა იმ დღეს „ფაბრიკაში“... თავი შევიკავოთ, სანამ პანდემიაა, რადგან ეს ძალიან მომატებული რისკია, ბევრად მომატებული რისკია ის, რაც „ფაბრიკაში“ და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები. იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი იმ „ფაბრიკაში" დააინფიცირებს დაახლოებით 20-ს და შემდეგ გეომეტრიული პროგრესია გვექნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
