" ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი განხორციელებისთვის, აუცილებელია პოლარიზაციის შემცირება"
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერის და საკრებულოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„მიმაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი განხორციელებისთვის, აუცილებელია პოლარიზაციის შემცირება. ჯანსაღი ოპონირების, დისკუსიის და არგუმენტირებული მსჯელობის პირობებში, ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი წარმომადგენლობითი რგოლი, რომლის მაღალი ლეგიტიმაციის გარანტი, სწორედ, მრავალფეროვნება და მაქსიმალური წარმომადგენლობითობაა,“ - ნათქავამია შენგელიას განცხადებაში.
ირაკლი შენგელია ასევე მადლობას უხდის საკრებულოს მე-6 მოწვევის დეპუტატებს და საკრებულოს აპარატის თანამშობლებს გაწეული საქმიანობისთვის. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოში გამაჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს იკავებს.
გთავაზობთ მის განცხადებას:
"მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და დააფიქსირა თავისი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქალაქში დაფიქსირდა ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტივობა, რაც ნათლად ცხადყოფს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ პოცესებში და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს.
მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკური პოლარიზაცია. მიმაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი განხორციელებისთვის, აუცილებელია პოლარიზაციის შემცირება. ჯანსაღი ოპონირების, დისკუსიის და არგუმენტირებული მსჯელობის პირობებში, ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი წარმომადგენლობითი რგოლი, რომლის მაღალი ლეგიტიმაციის გარანტი, სწორედ, მრავალფეროვნება და მაქსიმალური წარმომადგენლობითობაა.
მმართველ ძალას მოქალაქეებმა, კიდევ ერთხელ, გამოუცხადეს ნდობა და ქართულ ოცნებას საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად, ყავს ქალაქის მერი, რომელსაც მხარი დაუჭირა 35 000-მა ჩვენმა თანაქალაქელმა,"- აცხადებს ირაკლი შენგელია.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი