ივნისი 22 2024 წაკითხვა 275 ჯერ

ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.

ივნისი 21 2024 წაკითხვა 257 ჯერ

თბილისის საბავშვო ბაღებში ​​​​​​​​ბავშვების რეგისტრაცია მომავალი სასწავლო წლისთვის 8 ივლისიდან დაიწყება. მშობელი სისტემაში ვერ დაარეგისტრირებს ბავშვს, რომელსაც 16 სექტემბრის ჩათვლით, არ შესრულებია ორი წელი. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ:

ივნისი 20 2024 წაკითხვა 232 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

ივნისი 20 2024 წაკითხვა 272 ჯერ

სამი დღის განმავლობაში თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ივნისი 19 2024 წაკითხვა 265 ჯერ

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარესა და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა. ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივიდა - როგორც საიაში ამბობენ, შეხვედრის სურვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გამოითქვა.

ივნისი 19 2024 წაკითხვა 286 ჯერ

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე - ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, - წერს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება.

 

როგორც კალაძე წერს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები მეტი მონდომებით წარსდგება.

 

„მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!

 

მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!

 

წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.

 

წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“,- წერს კალაძე „ფეისბუქზე“.

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

გვერდი 52 სულ 693
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.