ყაზახეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
როდესაც საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა დაიწყო, მილსადენს სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მიდამოებში უნდა გაევლო... მილსადენის მშენებლობის დროს სოფელ საკირესთან არქეოლოგებმა კოდიანას ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც ადრე ბრინჯაოს ხანისაა, ანუ დაახლოებით 5 500 წლის წინანდელი.
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სისტემაში ცვლილებები შედის.
ბოლო 2 კვირაში ბენზინი თითქმის 15 თეთრით გაძვირდა. სხვადასხვა პროდუქტზე ფასებმა განსხვავებულად მოიმატა, მოცემულობა კი ასეთია: პრემიუმის ფასი დღეს 2 ლარსა და 60 თეთრამდეა, რეგულარის კი 2 ლარი 45 თეთრი.
ქუთაისში ყვავილების ბაზრობებზე გასაყიდად გამოტანილი თაიგულების უმრავლესობა საფლავებიდან არის აღებული.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილე იუზა უგულავასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.