სექტემბერი 22 2023 წაკითხვა 438 ჯერ

აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, რეგიონში გაემგზავრა კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით დატვირთული ორი, 20-ტონიანი ტევადობის ავტომანქანა, კიდევ ორი სატვირთო ავტომანქანით კი პური გაიგზავნა.

სექტემბერი 22 2023 წაკითხვა 428 ჯერ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების აზრს ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულების“ შესახებ, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს განუცხადა.

სექტემბერი 21 2023 წაკითხვა 528 ჯერ

თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი უფრო შორს წავა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში.

სექტემბერი 21 2023 წაკითხვა 475 ჯერ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

სექტემბერი 21 2023 წაკითხვა 359 ჯერ

თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ვინ იქნება შემდეგი, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე განაცხადა.

სექტემბერი 21 2023 წაკითხვა 282 ჯერ

უკრაინაზერუსეთის დღევანდელ მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.

გვერდი 96 სულ 342
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.