საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში თანამოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში თანამოქალაქეებს მიმართავს.
დიპლომატიური უწყება მათ აფრთხილებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, რამდენიმე ქვეყანამ უკვე აკრძალა დიდი ბრიტანეთთან ფრენები და შესაბამისად, მგზავრების მიღება.
საელჩოს ინფორმაციით ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე შეუერთდება.
"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში (COVID-19) კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, 21 დეკემბრიდან ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ბრიტანეთიდან საერთაშორისო საჰაერო თუ სახმელეთო მგზავრობის აკრძალვის შესახებ. კერძოდ: ირლანდიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და ბელგიამ.უახლოეს პერიოდში მგზავრობის შეზღუდვის დაწესებას ასევე განიხილავენ შემდეგი ქვეყნები: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია და ისრაელი.აღნიშნულ სიას შესაძლოა დაემატოს სხვა ქვეყნებიც. შესაბამისად, ბრიტანეთიდან საქართველოში გამგზავრების მსურველებმა, გთხოვთ, გადაამოწმოთ მგზავრობის შესაძლო მარშრუტები და ყურადღებით გაეცნოთ ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
