საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების ვალდებულება ძალაში რჩება
შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდაციები და რეგულაციები მაინც უნდა დავიცვათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების ვალდებულება ძალაში რჩება.
„გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდირებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა დახურულ შენობებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ოქროს შუალედი უნდა შევინარჩუნოთ.
„ერთის მხრივ, რომ არ გაუარესდეს ეპიდვითარება და მეორეს მხრივ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, რადგან გასაგებია რომ ტურისტული სეზონია და ბევრი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
