„დაუჯერებელია, რაც ჩემს წინააღმდეგ ხელისუფლებამ იკადრა, შეიძლება, მართლა შევეწირო ამას“

„დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემს წინააღმდეგ ხელისუფლებამ იკადრა, მე შეიძლება, მართლა შევეწირო ამას.

შეიძლება, იმ ყაველაშვილს, რომელმაც გენოციდი მომიწყო, არც ჰქონია ასეთი ბოროტი განზრახვა, მაგას როგორ ვიფიქრებ, მაგრამ ვერც მიხვდა, როგორ გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ, როგორ მომიქსიეს ეს ნაძირალები იმიტომ, რომ მოვკვდე, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეთ?“, - ამის შესახებ მწერალმა დავით ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ტურაშვილის თქმით, ხელისუფლების „ტროლებმა“ მის შესახებ არაერთი ცრუ ბრალდება გაავრცელეს და მას მიზანმიმართულად „აშავებენ“. 

 
 „ვერაფრით ვერ ვხვდები, რა მოვლენაა დაბრალება, ვერაფრით ვერ ვხსნი. ამდენი მილიონერი რომ არის პარლამენტში, ჩემს ქონებაზე როგორ ლაპარაკობენ მაგათი ტროლები? რა ქონება მაქვს? არც დაგესიზმრებათ იმდენი ფული შეიძლება, მქონდეს, იმიტომ არ მაქვს და იმიტომ უწევს ჩემს ერთ შვილს მიმტანად მუშაობა და სხვისი ფულით სწავლა, რომ ეგ არ ვიკადრე და თავისუფლება ფულზე არ გავცვალე“, - განაცხადა ტურაშვილმა. 
წაკითხვა 948 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.