თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა იმართება
თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა იმართება.
მსვლელობის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ. მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე დონალდ ტრამპის, ჯო იულსონის და „მეგობარი აქტის“ ინიციატორების, ჯინ რიშის და ჯინ შაჰინის ფოტოები.
მსვლელობას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი ლიდერებიც.
„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს მსოფლიოში, მაგრამ მათაც სჭირდებათ შეგულიანება, რომ აქტიურები იყვნენ ჩვენს მხარდაჭერაში, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც „მეგობარი აქტი“ უნდა იქნას განხილული. ბევრი ხალხი მოდის, ზუსტად ვიცი, გვიერთდება საზოგადოება. მთავარია, ჩვენი გზა არის დაცულობისკენ, განვითარებისკენ, ამიტომ გვინდა ამერიკასთან და ევროპასთან ახლო მეგობრობა. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის გზა არის იზოლაციისკენ, დაუცველობისკენ, შიშისკენ. ჩვენ მოგვაქვს სიმშვიდე, განვითარება, მათ მოაქვთ შიში, იზოლაცია, ამაშია განსხვავება. ზოგადად, ამ არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ. ძალა ერთობაშია, ბევრი უნდა ვიყოთ დღესაც და 31 მარტსაც კიდევ უფრო დიდი შეკრება გვექნება. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი საერთო ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა. სწორედ მშვიდობისთვის, დაცულობისთვის ერთიანობისთვის გვინდა ევროკავშირის წევრობა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და არა ცალკე, იზოლაცია ყოფნა, როგორც ეს ივანიშვილს უნდა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„მეგობარი აქტი“ აშშ-ის სენატში ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა წარადგინეს. მისი განხილვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა განხილვა გადაიდო. „მეგობარ აქტს“ სავარაუდოდ, 27 მარტს განიხილავენ.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
