“თავდაცვის სამინისტრო შემოვიდა ვერტმფრენებით, ოპერაცია რომ დაიწყო კოდორში, მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა, მამიდაჩემი, რუსიკო გერლიანი ეზოში დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო, არაუშავსო” - თორნიკე გერლიანი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ დროს მამიდამისი, რუსიკო გერლიანი 2006 წელს ეზოში „დეშეკათი“ დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო და არაუშავსო. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პირადად დაემუქრა მოსახლეობას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში თავისი დანით გამოჭრიდა ყველას ყელს.
„თავდაცვის სამინისტრო შემოვიდა ვერტმფრენებით, ოპერაცია რომ დაიწყო კოდორში, ასე ეძახდნენ „კოდორის ხეობის განთავისუფლებას“, მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა. ვერტმფრენებიდან ესროდნენ რაკეტებს სახლს და ასევე ტყვიამფრქვევები აქვს ვერტმფრენს ორივე მხრიდან და არის მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ეს არის ტექნიკის გასაჩერებლად და როგორც კი გამოვიდა, სახლს რომ ბომბავდნენ გარეთ გამოვიდა ქალი, 49 წლის, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი სიტყვა ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ აბა რა გეგონათო თქვენო, ჩვენო ასე უბრალოდ ვიძახდითო, რომ ყველაფერს გავაკეთებთო?! მერე ერთი ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა, რომ თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, რამე უბრალოდ წინააღმდეგობა იქნებაო, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მინისტრს! ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მეორეზე დანა. აიღო ეს დანა და ანახა, ძალიან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრით ყელსო, თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობ და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. თან მადლობა თქვით, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ ის მიწა უნდა დაიწვას წესითო, იმდენად იყო აქ ბანდფორმირებაო და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
სიახლეები
- 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
- მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- “დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ” - კახა კალაძე