ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს:
„12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,სისულელეები მოვისმინეთ, რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის?"- კახა კალაძე
- ყოფილი სახალხო დამცველი,უჩა ნანუაშვილი სუს-ში მისვლაზე უარს ამბობს
- ,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე"- ირაკლი კობახიძე
- ,,აჭარაში შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა"- გეკა გელაძე
- ,,რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, ბინა ესპანეთში” – ირაკლი მარშანია
