სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები უცვლელი დარჩა

კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ტარიფები უცვლელად სამი თვის ვადით დარჩა.

„სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი, ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით. ასევე კომპანია „ენერგო-პროს“ ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ, პარალელურად, ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი.

სამი თვის მერე რა პროცედურები იქნება, ამასთან დაკავშირებით თქვენ იქნებით პერიოდულად საქმის კურსში, რადგან კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსიც, შესაბამისად, კომისია ყოველთვის იხელმძღვანელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს და რომლის საფუძველზეც იქნება დაანგარიშებულ ტარიფები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

წაკითხვა 53 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.